ოსტეოპათია წარმოადგეს არამედიკამენტოზურ ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს რეაბილიტაციაში, რომელიც ეფუძნება ანატომიის, ფიზიოლოგიისა და ბიომექანიკის ცოდნას. ოსტეოპათი იყენებს ხელს ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილზე (კუნთებზე, მყესებზე, იოგებზე) ზემოქმედებისათვის. ოსტეოპათს შეუძლია შეაფასოს ქსოვილების მოძრაობა, განლაგება, სიმკვრივე, შეკუმშვის რიტმი და ტემპერატურა. ოსტეოპათიის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ვუმკურნალოთ სხვადასხვა სახის პრობლემას ადრეულ სტადიაში, სანამ გამწვავდება.