ულტრაბგერითი თერაპია წარმატებით გამოიყენება ფიზიოთერაპიასა და რეაბილიტაციაში. ულტრაბგერის ფიზიოლოგიურ მოქმედებას საფუძვლად უდევს მექანიკური და სითბური ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ფიზიკურ და ქიმიურ ცვლილებებს ცოცხალ ორგანიზმში. მისი ხმოვანი ტალღები დადებით ზეგავლენას ახდენს ისეთ დაავადებებზე როგორებიცაა: ნევრალგია, რადიკულიტი, სახსრების სხვადასხვა პრობლემები, კანის, გინეკოლოგიური და სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს.