Theme Image

კინეზოთერაპია რეაბილიტაციაში

კინეზო თერაპია მკურნალობის დამოუკიდებელი საშუალებაა, მას ძალიან დიდი როლი აკისრია პაციენტის ორგანიზმის გაჯანსაღებასა და მკურნალობაში. 
- არისტოტელეს შეხედულებით  "ადამიანის ორგანიზმს ისე არაფერი ცვეთს და არ არღვევს, როგორც ხანგრძლივი ფიზიკური უმოქმედობა". 
ეს იმას ნიშნავს, რომ მოძრაობითი აქტივობა ადამიანს უფრო გააჯანსაღებს და გახდის შრომისუნარიანს. იგი აუმჯობესებს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას, აჩქარებს მორფოლოგიურად დარღვეული უჯრედების რეგენერაციას და დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე.
კინეზოთერაპიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის რეაბილიტაციაში. ვინაიდან ხშირია ტრავმების შემდეგომ სახრების ჩაკეტვა(კონტრაქტურა), რომელსაც თან ახლავს მოძრაობის ამპლიტურის შეზღუიდვა და კუნთოვანი სისტემის ატროფია. აქედან გამომდინარე, რეაბილიტაციის მთავარი არსია: დაკარგული ან შეზღუდული ფიზიკური ფუნქციის სრული ან ნაწილობრივ აღდგენა.

0 comments