ვაკუუმ თერაპია რეაბილიტაციაში
ეს არის ერთ ერთი სადრენაჟო პროცედურა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება წარმატებით დეტოქსტიკაციისა და ორგანიზმის განტვირთვისათვის. მეთოდი გამოიყენებოდა ეგვიპტეში, იაპონიაში და ჩინეთში, ხოლო დღეს უკვე მთელს მსოფლიოშია მოთხოვნადი. ვაკუუმ თერაპიის მიზანია ორგანიზმიდან მავნე(ტოქსიკური) ნივთვიერებების გამოდევნა. ვაკუუმ თერაპიას აქვს სამი მეთოდი: 1. ლოკალურად ქილების დასმა, მაგ: კონკრეტულად დაჭიმულობის ადგილზე, 2. სამასაჟო ზეთით კანზე ქილების მოძრაობა ჰიპერემიამდე. 3. ჰიჯამა თერაპია(სისხლის გამოდევნის მეთოდით).
მეთოდი გამოიყენება:
⦁ კუნთების დაძაბულობის(მიალგია, მიოზიტი, ტრიგერული წერტილები)
⦁ ზურგის ტკივილის(ნევრალგია, ხერხემლის თიაქარი)
⦁ აკნეს დროს
⦁ შინაგანი ორგანოების ფუნქციის დარღვევის დროს
ამ მეთოდით ხდება სისხლძარღვების გაფართოვება, სარეზერვო კაპილარების გახსნა რის შედეგადაც ხდება სისხლის ნაკადის სტიმულირება და ამ დროს ენდორფინებიც(ბედნიერების ჰორმონი) გამოიყოფა, მთელს ორგანიზმში რეგულირდება მეტაბოლიზმი და მშვიდდება ნერვული სისტემა. კანზე წარმოქმინი ჰიპერემიის კვალი გაიწოვება უჯრედშორისი სითხის ცირკულაციისას. მეთოდის უკუჩვენებებია - ჰიპერემია, ჰიპერტენზია, კანის და ონკოლოგიური დაავადებები.
0 comments